
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ - მათ შორის გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს, ასევე ბროშურები დაამზადეს, სადაც ბუნებრივი რესურსების დაზოგვის და ნარჩენების დახარისხება-გადამუშავების შესახებ ისაუბრეს.
შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა ნათლად გაიაზრეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
იხილეთ ფოტოები: