ჩქუმის საჯარო სკოლაში უილიამ შექსპირის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა 
28-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში ღონისძიებით გამოეხმაურნენ წიგნის საერთაშორისო დღეს.

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში უილიამ შექსპირის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, გაიხსენეს წიგნის საერაშორისო დღის დაარსების ისტორია, ერთმანეთს წაკითხული ლიტერატურა და მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. 

წიგნის საერთაშორისო დღე 23 აპრილს აღინიშნება. თარიღი უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების დღეს ემთხვევა, სწორედ ამიტომ გამოაცხდა 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ „იუნესკომ“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203