თბილისის N103 სკოლის მოსწავლეთა ახდენილი ოცნება და შთამბეჭდავი ვიზიტი აეროპორტში 
28-04-2026

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-3 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრნენ. გაეცნენ აეროპორტის მუშაობას, თვითმფრინავის ბორტზეც ავიდნენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ. 

„პატარებმა აიხდინეს დიდი ხნის ოცნება. უღრმესი მადლობა აეროპორტის ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის და ქალბატონ თინათინ დუღაშვილს მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203