„ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული მითები და ლეგენდები“ - აშკალის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია ჩატარდა 
28-04-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის - „ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული მითები და ლეგენდები“ დასკვნითი პრეზენტაცია, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სხვადასხვა კულტურის ზეპირსიტყვიერი მემკვიდრეობის მრავალფეროვანი ნიმუშები.

პროექტში ჩართული იყო წალკის მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლა:  არსარვანისრეხის,   კიზილკილისისა და აშკალის.

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები: თეა გიგიტაშვილი, ეკატერინე კაკრიაშვილი, მირანდა იაკობიძე, ციცინო შალიკიანი, ლუსინე ტერბალიანი, ნათია გიგლემიანი, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა თეა ჩხეტიანმა.

ღონისძიებას საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი -  კოტე ხორგუანი და რეხის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო ლომაშვილი.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა კულტურათაშორისი ცნობიერების გაღრმავებას, კავკასიაში გავრცელებული მითოლოგიური ტრადიციების გაცნობასა და მათ შედარებით ანალიზს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს, დაამუშავეს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ხალხური მითები და ლეგენდები. თითოეული პრეზენტაცია გამოირჩეოდა თემატური სიღრმითა და შემოქმედებითი მიდგომით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიუჟეტურ პარალელებს, სიმბოლიკას და იმ კულტურულ კონტექსტებს, რომლებშიც აღნიშნული მითები და ლეგენდები ყალიბდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პრეზენტაციების ვიზუალური და დიზაინერული ნაწილი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს, რამაც ღონისძიებას თანამედროვე და ინოვაციური ხასიათი შესძინა.

„პრეზენტაციამ წარმოაჩინა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც საგანმანათლებლო პროცესში, ისე კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებაში. მოსწავლეების ნაშრომებმა აჩვენეს, რომ მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა ხელს უწყობს ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო ღირებულებების გააზრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203