ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ლამაზი ღონისძიება იმართება.
ერთ-ერთი მათგანი ჩატარდა სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების და მათი კლასის ხელმძღვანელის ძალისხმევით და მიეძღვნა გაზაფხულისა და ბუნების გაღვიძებას, ასევე დედობისა და სილამაზის დაფასებას.
ღონისძიების შინაარსი მიზნობრივი იყო - მას ესწრებოდნენ სკოლის თანამშრომლები და მშობლები, განსაკუთრებულად მრავლობდნენ დედები.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ლამაზი ნომრებით - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს და დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
დამსწრეებმა მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. წარმოდგენით აღფრთოვანებულებმა მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელს და აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და შრომისმოყვარეობა.
იხილეთ ვიდეომასალა - ბმული1, ბმული2, ბმული3, ბმული4, ბმული5,