
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება, რომელშიც საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები გაიწერა.
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემის, საგრანტო პროექტის შეფასებისა და საგრანტო ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგის წესს.
გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი, ამ წესითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
სპეციალური კომისია პროექტს 3 კრიტერიუმით აფასებს და ჯამში 15 ქულას აძლევს პროექტს. თითოული კრიტექიუმი 0-დან 5 ქულით ფასდება. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 9 ან მეტი ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, შემდგომ მეორე და მესამე კრიტერიუმში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს
კომისიის მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: