ხორენიის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს „არძანი“ და სანთლები დაანთეს.

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს თემატური პლაკატები და წაიკითხეს ლექსები.

სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება. 24აპრილს 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 111 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203