„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და სხვა გარემოსდაცვითი აქტივობები
27-04-2026

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლის 1-ელი, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების - მანანა დოლიძის, მარინა ხინიკაძისა და ლანა ნოზაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ. 

ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრებით სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ყველას ვალია დაიცვას და გაუფრთხილდეს ჩვენს პლანეტას.

„მოსწავლეების შემოქმედებით გზავნილებს, დარწმუნებული ვართ, სასიკეთო შედეგები ექნება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი. 

22 აპრილს, დედამიწის დღეს მიეძღვნა ასევე ხელოვნების გაკვეთილები. სლოგანით - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. შემოქმედებითი აქტივობა მოსწავლეებს მასწავლებელმა, ხათუნა გორდელაძემ შესთავაზა. 

დედამიწის დღე არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც აღინიშნება 22 აპრილს მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203