დმანისის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი და შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა. ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაეცნენ.
დღის განმავლობაში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ აქტივობებში, იმსჯელეს ბუნების დაცვაზე, გააზრებულად იმუშავეს სხვადასხვა დავალებაზე და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა ეკოლოგიური საკითხების შესახებ.
აქტივობებმა მოსწავლეებში გაზარდა გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება დედამიწაზე ზრუნვის აუცილებლობაზე.
ღონისძიება სასწავლო პროცესის საინტერესო და შთამბეჭდავ ნაწილად იქცა, რომელიც მოსწავლეებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.