წიგნი - ცოდნის ამოუწურავი წყარო - გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში ლამაზი აქტივობა ჩატარდა
27-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული შემოქმედებითი მუხტით აღინიშნა. ეს დღე სკოლისთვის იქცა ნამდვილ ინტელექტუალურ დღესასწაულად, სადაც მთავარი როლი ლიტერატურამ და კითხვის სიყვარულმა შეასრულა.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს საყვარელი ავტორების მოთხრობები და გაგვიზიარეს ის ემოციები, რაც ამ ნაწარმოებების კითხვისას დაეუფლათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცნობილ გამონათქვამებს წიგნებსა და განათლებაზე, რამაც თვალსაჩინო გახადა კითხვის უდიდესი მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.

პედაგოგთა პროფესიონალიზმმა და სწორმა მიდგომამ კი შესაძლებელი გახადა, რომ თითოეულ მოსწავლეს გამოევლინა წიგნიერი უნარები და დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ლიტერატურის როლზე თანამედროვე სამყაროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203