თორიის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი 
27-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

ჩატარდა სომხური გენოციდის 111 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ხელმძღვანელობა გაუწია ისტორიის მასწავლებელმა - გაიკ მალხასიანმა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები. 

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავერთიანდით სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის გარშემო. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტკივილი საერთოა, ხოლო ხსოვნა - მარადიული. სანამ გვახსოვს, ისინი ცოცხლობენ ჩვენს გულებში. არაფერია დავიწყებული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203