ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მიიღეს
27-04-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და შთაბეჭდილებებით სავსე დღე შედგა. ბავშვები სოფელ ბახვის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, სადაც მათ ნამდვილი ინტელექტუალური თავგადასავალი ელოდათ.

მოსწავლეებს გულთბილად შეხვდა სოფლის ბიბლიოთეკარი, ქალბატონი ხათუნა მჟავანაძე. შეხვედრისას ბავშვებმა ჟურნალისტების როლი მოირგეს და მასპინძელს საინტერესო და მრავალფეროვანი კითხვები დაუსვეს, რითაც კიდევ უფრო ახლოს გაეცნენ ბიბლიოთეკის საქმიანობასა და წიგნების სამყაროს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური თამაში: „ვინ იცნობს ზღაპარს?“. თამაში სამი რაუნდისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე - „ვისია ნივთი?“ - მოსწავლეებმა აღწერების მიხედვით წარმატებით ამოიცნეს ზღაპრის პერსონაჟები. მეორე რაუნდში -  „მათემატიკა ზღაპარში“, მათ ზღაპრული სიუჟეტები და ციფრები ერთმანეთს დაუკავშირეს. განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა მესამე რაუნდი- „ჯადოსნური საგნები“, სადაც ბავშვებმა მაღალი ჩართულობა და დიდი ინტერესი გამოავლინეს.

ემოციებითა და სიხარულით სავსე თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, ხოლო ყველა მონაწილესა და გამარჯვებულს საზეიმოდ გადაეცა სიგელები.

სკოლის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკარ ქალბატონ ხათუნა მჟავანაძეს თბილი დახვედრისა და საინტერესო აქტივობების ორგანიზებისთვის. იმედია, ეს დღე კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვების სიყვარულს წიგნების მიმართ და ბიბლიოთეკაში ვიზიტი მათთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცევა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203