
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის დღე განსაკუთრებულად და შთამბეჭდავად აღნიშნეს. ეს დღე ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა, სადაც თითოეულმა მათგანმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინა წიგნის საოცარი და შთამაგონებელი სამყარო.
მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი ნაწარმოებები, ისაუბრეს პერსონაჟებზე, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და აქტიურად ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში. მათი ჩართულობა და ინტერესი ნათლად ასახავდა წიგნისადმი სიყვარულსა და კითხვის მნიშვნელობის გააზრებას.
ღონისძიებამ განსაკუთრებული ემოციები დატოვა როგორც მონაწილეებზე, ისე დამსწრეებზე. წიგნის კითხვის დღის აღნიშვნა მე-4 კლასისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა და კიდევ უფრო გააძლიერა მათი მეგობრობა წიგნებთან.
მოსწავლეები მომავალშიც გააგრძელებენ კითხვის სიყვარულით სავსე გზას და ახალი ლიტერატურული თავგადასავლების აღმოჩენას.
იხილეთ ფოტოები: