„მე შენ მიყვარხარ, საქართველო“ -  ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა​ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ბიბლიოთეკაში გამართეს
28-04-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე გამორჩეულად აღნიშნეს. 

24 აპრილს, ხაშურის მინისტარის დასახლების ბიბლიოთეკაში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „მე შენ მიყვარხარ, საქართველო“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეები, რომლებმაც სიტყვით და მუსიკით გულწრფელად გამოხატეს სამშობლოს სიყვარული.

„დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ბიბლიოთეკა რჩება იმ სივრცედ, სადაც იბადება აზრი, ყალიბდება ღირებულებები და ძლიერდება სიყვარული საქართველოს მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მინისტარის დასახლების ბიბლიოთეკას მასპინძლობისთვის, თითოეულ მოსწავლეს, სკოლის დირექტორს - ელზა მაისურაძეს გვერდში დგომისთვის, მუსიკის პედაგოგს და ღონისძიების ორგანიზატორს - მაია რიჟამაძეს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203