
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლიც წევრებიც საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.
ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს მინი-კონფერენცია თემებზე - „21 მარტი დაუნის საერთაშორისო დღეა“ და „21 მარტი ტყის დაცვის საერთაშორისო დღეა“. კონფერენციას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ლეკიშვილი.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება. კონფერენციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, სკოლის ექიმი და პედაგოგები.
აღსანიშნავია, რომ ტყვირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე.
იხილეთ ფოტოები: