ქართული ენის ზეიმი წაღვლის საჯარო სკოლაში 
28-04-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედაენის დღის დაწესების ისტორია, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, გაიმართა პრეზენტაცია ენის წარმოშობის თეორიების შესახებ. დაჯილდოვდნენ კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსში მონაწილე მოსწავლეები, ღონისძიება გამდიდრდა ლექსებითა და სიმღერებით, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ქართული ენის სილამაზე, მნიშვნელობა და მისი დაცვის აუცილებლობა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები -  ლალი კაპანაძე, მერი ჩუტკერაშვილი, ია ჯიბლაძე,ნანა კაპანაძე, ფიქრია ლომიძე, არჩილ ლომიძე და ნინო ხონელიძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203