„დედამიწა ჩვენი სახლია“​ - ქინძათის საჯარო სკოლის მე-4 კლასელეთა საინტერესო პროექტი და მრავალფეროვანი ეკოაქტივობები 
28-04-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას IV კლასის მოსწავლეები პროექტით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ შეუერთდნენ. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, გაააფერადეს, დაწერეს საკუთარი აზრები, იმსჯელეს იმ საყოველთაო საკითხებზე, რომლებიც ბუნების სიყვარულსა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას ასახავს, ბავშვებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწაზე ზრუნვა.

აქტივობებს ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ნუნუ ლომიძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203