
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მომავალ თაობას ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ქართული ენის დღეს.
გაიმართა კვირეული, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართული ენის როლი ერის იდენტობის შენარჩუნებაში.
საგანმანათლებლო-შემოქმედებითმა დღეებმა სტარტი 2 აპრილს აიღო.
1. გაიმართა კალიგრაფიული კონკურსი, რომლის მიზანი ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაცია, წერის კულტურის განვითარება და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარება. (ხელმძღვანელი პედაგოგები - თინა კიკაძე და ლალი კოპაძე);
2. ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი. (ხელმძღვანელი პედაგოგები - თინა კიკაძე, ლალი კოპაძე);
3. მოეწყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა თემაზე: „ენა დედაა ერისა...“
4.მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი;
5. ინფორმაციული ბუკლეტი - „დედა ენა“. (პედაგოგი -ნატო სომხიშვილი);
6. ბავშვებმა ასევე დაამზადეს პოსტერი - „ენა დედაა - ჩვენ მისი შვილები ვართ!" (პედაგოგი-ნატო სომხიშვილი)
კონკურსში მონაწილეობდნენ მე-3, მე-4, მე- 5, მე -6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები.
კვირეული მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: