„ჩვენ გვიყვარს პოეზია“​ - საპრასიის საჯარო სკოლაში, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული პროექტი განხორციელდა 
28-04-2026

შოთა ხურციძის სახელობის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის VIII-IX კლასების მოსწავლეებმა 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოადგინეს პროექტი - „ჩვენ გვიყვარს პოეზია“. 

მოსწავლეებმა მოისმინეს გურამ საღარაძისა და გოგი ხარაბაძის მიერ წაკითხული ლექსების აუდიოჩანაწერს. თვითონაც გამომეტყველებით, სასვენ ნიშნებზე დაყრდნობით, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ამოიცნეს სალექსო საზომები, რიტმი, რითმა. ჩასვეს ლექსში გამოტოვებული სიტყვები, ააწყვეს სტროფებად და შეძლებისდაგვარად თვითონაც შეთხზეს ლექსები და წარუდგინეს კლასს პოსტერის სახით.

„პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევითი, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ინიციატივის მნიშვნელობას უსვანენ ხაზს. 

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ხურციძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203