„იცხოვრე ღირსეულად, იფიქრე თავისუფლად და დაიცავი ის, რაც ყველაზე ძვირფასია“ - შუაგორას საჯარო სკოლის პედაგოგების მიმართვა მომავალ თაობას
28-04-2026
 

ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

9 აპრილი- ტკივილითა და გმირობით აღბეჭდილი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღე, რომელმაც გვასწავლა, რა ფასად მოდის თავისუფლება და როგორი ძალა აქვს ერთიანობას. 

თავისუფლებისათვის ბრძოლა კი უწყვეტი ჯაჭვია - ეს არის მუდმივი ძალისხმევა, რომელიც წარსულმა შვა, აწმყო კვებავს და მომავალმა უნდა დაარწყულოს...

სწორედ ამიტომ შუაგორას საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს მიმართეს გაგა გომართელის ლექსით - „მომავალ თაობას“.

„ლექსი, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა იცხოვროს მომავალმა თაობამ, რა ღირებულებებზე უნდა ააგოს საკუთარი ცხოვრება და როგორი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ადამიანს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.

როცა 9 აპრილს ვიხსენებთ, კიდევ უფრო მკაფიო ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ღირებულებების შენარჩუნება და გადაცემა.

მოგმართავთ თქვენ, მომავალო თაობავ, თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო - იცხოვრე ღირსეულად, იფიქრე თავისუფლად და დაიცავი ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ყური მიუგდე წინაპრის ხმას“,- აღნიშნავენ პედაგოგები და ვიდეომიმართვას ავრცელებენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203