
22 აპრილი მსოფლიო მასშტაბით დედამიწის დღედ აღინიშნება - დღე, რომელიც გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაზრდას ეძღვნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით დატვირთული დღე.
მოსწავლეებმა წაიკითხეს და მოისმინეს საინტერესო ფაქტები იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დედამიწის დაცვა და როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს გარემოზე ზრუნვა. მიღებული ცოდნის გასამყარებლად მათ შეასრულეს გააზრებაზე ორიენტირებული ტესტური დავალებები, ასევე ჩაერთნენ გუნდურ აქტივობებში და ააწყვეს თემატური ფაზლები.
აქტივობებმა მოსწავლეებში გააღვივა ეკოლოგიური ცნობიერება და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობას.
იხილეთ ფოტოები: