ძულუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
27-04-2026

წიგნი, რომ ჩვენი საუკეთესო მეგობარია ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათ მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

23 აპრილს სკოლაში წიგნის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, გაიხსენეს ცნობილი მწერლების გამონათქვემები,  მისწერეს წერილი საყვარელ პერსონაჟს, საყვარელ ავტორს, დასასრულს კი ილუსტრაციებიც შექმნეს. 

ღონისძიებამ ხაზი გაუსვა მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას და მოსწავლეებს შეახსენა, რომ „კარგი წიგნით ხელში ადამიანი არასდროს იქნება მარტო“.

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203