ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 111-ე წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა 
27-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი.

24 აპრილს, ჩატარდა ღონისძიება რომელიც ოსმანთა მიერ 1915 წლის 24 აპრილს სომეხი ერის გენოციდის 111-ე წლისთავს ეხებოდა.

მოსწავლეებმა ღონისძიება პრეზენტაციით დაიწყეს, აღნიშნეს იმ დროინდელი მოვლენები, წარმოადგინეს ვიზუალური მასალა, წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და გაიხსენეს დაღუპული თანამემამულეები. 

შემდეგ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად მოსწავლეები სოფელში მდებარე ეკლესიას სტუმრობდნენ, აანთეს სანთლები და დაღუპული მილიონ ნახევარი ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ღონისძიებას მოსწავლეთა დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ.

სკოლის დირექტორმა, ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203