სიყვარული, რომელიც დედამიწას ათბობს - ლამაზი ეკო-დღესასწაული განძის N2 საჯარო სკოლაში
27-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებული მუხტით აღინიშნა. მეორე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლილით გალოიანის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ეს გახლდათ ნამდვილი მაგალითი პასუხისმგებლობის, ბუნების სიყვარულისა და იმ საერთო სახლის გაფრთხილებისა, რომელსაც დედამიწა ჰქვია.

ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით. პატარა აღსაზრდელებმა ემოციურად და გააზრებულად წარმოადგინეს გარემოსდაცვითი თემები, რაც ნათლად მეტყველებს პედაგოგის თავდაუზოგავ შრომაზე. ლილით გალოიანმა შეძლო, რომ რთული გლობალური საკითხები ბავშვებისთვის გასაგებ და საინტერესო ენაზე აეხსნა.

აღნიშნული აქტივობა კი კიდევ ერთი დასტურია, რომ განძის N2 საჯარო სკოლაში თეორიულ ცოდნასთან ერთად, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას ენიჭება პრიორიტეტი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203