
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. ამ ღირსშესანიშნავ დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელმაც არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გააერთიანა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო დღეები 6 აპრილიდან დაიწყო.
6 აპრილს სკოლის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში გაეჯიბრნენ ერთმანეთს.
7 აპრილს ქართული ანბანი მოხატეს და ამ გზით გამოხატეს უდიდესი სიყვარული ქართული ენის მიმართ.
8 აპრილს მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებით დაინტერესდნენ და ბარბარიზმების წინააღმდეგაც გაილაშქრეს.
14 აპრილს ღონისძიების - დედაენა სულის ენა ჩვენი ტკბილი ქართული“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
კომისიამ შეარჩია საუკეთესო ნამუშევრები როგორც კალიგრაფიაში, ასევე ანბანის მოხატვაში.
კალიგრაფიის კონკურსში დაწყებით საფეხურზე პირველი ადგილი მოიპოვა მესამეკლასელმა ემზარ ცხვარაძემ.
საბაზო საფეხურზე გამარჯვებული გახდა მერვეკლასელი ლია ჯულაყიძე.
ხოლო საშუალო საფეხურზე - ეთერ ჭაფოძე.
ანბანის მოხატვაში საუკეთესო ნამუშევრების ავტორები არიან: მე-6 კლასის მოსწავლეები - მარიამ თვალაბეიშვილი და ანასტასია პაიჭაძე.
მე-10 კლასელები - ნუგზარ ადეიშვილი და ეთერ ჭაფოძე.
„გვეამაყებით, ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი დედაენის, ჩვენი სულის ენის დღეს, გაიზარდეთ საამაყო ქართველებად, ჩვენი ენის, ჩვენი ქვეყნის ქომაგებად!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები: