
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
ახლახან, მათემატიკის მასწავლებლის - ლენა ფაილაძის ხელმძღვანელობით V, VI და VII კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა მათემატიკის ვიქტორინა, რომელიც უბრალო შეჯიბრებაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა. ეს იყო გონების, ლოგიკისა და სწრაფი აზროვნების ნამდვილი გამოვლინება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცოდნასა და მოხერხებულობაში, მაგრამ ამ ყველაფერში - ერთობა და სწავლით მიღებული სიხარული იყო მთავარი.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მათემატიკა მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის აზროვნება, აღმოჩენა და სამყაროს სხვაგვარად დანახვის უნარი.
განსაკუთრებული აქტიურობისთვის ერთ-ერთ, ოქროს, ბიჭს სიგელიც გადავეცით!
უამრავი ასეთი საინტერესო და სასიამოვნო დღე ჩემო მარგალიტებო თქვენს საყვარელ ლენა მასწავლებელთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის თანამედროვე მიდგომები.
იხილეთ ფოტოები: