
დედა ენის დღე არის თარიღი, რომელიც გვახსენებს ჩვენი ენის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას, მის როლს ერის თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებით გამოეხმაურნენ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და კიდევ ერთხელ შეახსენეს სასკოლო საზოგადოებას 14 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა და ისაუბრეს ქართული ენის განსაკუთრებულ როლზე ერის კულტურაში.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიმოიხილეს „დედა ენის“ შექმნის ისტორია და მისი ავტორის ღვაწლი.
ასევე, ხაზი გაუსვეს ფერეიდნელი ქართველებისა და თურქი მესხების თავდადებასა და გმირულ მაგალითებს ქართული ენის შენარჩუნებაში.
განსაკუთრებულად აღინიშნა ის ფაქტი, რომ „დედა ენის” შექმნიდან უკვე 150 წელი გავიდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტორის სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული წიგნი დღემდე უნიკალურია ქართველთათვის.
„ქართული ენის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა!“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას მოუწოდეს უარი თქვან ბარბაზმებზე.