„საოცარი π“ - მათემატიკური აზროვნების, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითობის განვითარებისკენ მიმართული კვირეული მიქელეფონის საჯარო სკოლაში
27-04-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია

აღსანიშნავია,  VII–X კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული საგანმანათლებლო კვირეული სახელწოდებით - „საოცარი π (პი)“, რომელიც 2 მარტიდან - 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, VII–X კლასებში განხორციელებული პროექტი „საოცარი π (პი)” მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს π (პი) რიცხვის მნიშვნელობა, მისი ისტორია, სიმბოლური დატვირთვა და გამოყენება მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კვირეულმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მათემატიკა გაცილებით ფართო სფეროა, ვიდრე მხოლოდ ფორმულები და ამოცანები. ის გვხვდება ბუნების კანონებში, არქიტექტურაში, მხატვრობაში, მუსიკაში, სპორტში და მრავალ სხვა მიმართულებაში, რაც მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით შთამაგონებელი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობდნენ მრავალფეროვან აქტივობებში. ჯგუფებად მუშაობისას მათ შექმნეს:

• სხვადასხვა მასალისგან π (პი) სიმბოლოები;

• საინფორმაციო ბუკლეტები და კედლის გაზეთები;

• თემატური პრეზენტაციები;

• გამოფენები მათ მიერ შესრულებული ნამუშევრებით;

• ლექსები, რომლებიც π (პი)-ს თემას მიეძღვნა.

პარალელურად მოსწავლეებმა უყურეს საგანმანათლებლო ფილმს π (პი)-ს შესახებ, რაც დაეხმარა მათ ნახონ, თუ როგორაა ეს რიცხვი ჩართული მეცნიერებაში.

კვირეულის აღსანიშნავი ნაწილი იყო მათემატიკური ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეებმა გამოავლინეს გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური აზროვნება, სწრაფი ორიენტაცია და კონცენტრაციის მაღალი დონე. ღონისძიება დასრულდა გამარჯვებულთა დაჯილდოებით, რამაც დამატებითი მოტივაცია და პოზიტიური ემოცია შესძინა მონაწილეებს.

მოსწავლეებმა პროექტში აქტიური ჩართულობით აჩვენეს, რომ სწავლის პროცესი შეიძლება იყოს არა მხოლოდ აკადემიური, არამედ შემოქმედებითი, მრავალფეროვანი და ინოვაციური. პროექტის თითოეული ნაბიჯი გახდა მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც გუნდური სულის, ისე დამოუკიდებელი კვლევისა და პასუხისმგებლობის განვითარების თვალსაზრისით.

„გულწრფელ მადლობას გამოვხატავ ყველა მოსწავლის მიმართ მათ მიერ გაწეული შრომისთვის, ინიციატივისთვის და შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ლეონინე სულაბერიძეს მხარდაჭერისა და აქტიური თანადგომისთვის.

ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებით დასრულებულ კვირეულს და ვუსურვებთ ახალი ცოდნის აღმოჩენებით სავსე მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203