წნორის N1 საჯარო სკოლაში პროექტი „კუთხური მეტყველება - ქართული ენის სიმდიდრე“ ჩატარდა
27-04-2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტი წნორის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო და შემეცნებითი პროექტი განახორციელა სახელწოდებით: „კუთხური მეტყველება - ქართული ენის სიმდიდრე“.

პროექტში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ შექმნეს თემატური პოსტერები, რომლებიც ქართული ენის მრავალფეროვან დიალექტებს ეძღვნებოდა. ნამუშევრებში ნათლად იყო წარმოჩენილი ჩვენი ენის სიუხვე და კუთხური მეტყველების განსაკუთრებული თავისებურებები.

პროექტის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს იმერული, გურული, ქიზიყური, თუშური და ფშავ-ხევსურული დიალექტების ნიმუშები. თითოეულმა ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დიალექტებისთვის დამახასიათებელი ლექსიკა, გამოთქმები და მეტყველების სტილი.

დედაენის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მონაწილეები, ასევე მოწვეული სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ წარმოდგენილი მასალითა და ღონისძიების ორგანიზებით.

იხილეთ ფოტოები: 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203