სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - ბარბარე ჩიკვაიძემ და თამარ ჭუმბურიძე​ ესეების კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
27-04-2026

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ახლახან, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე ჩიკვაიძემ და თამარ ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღეს ალტე უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში თემაზე - „1921 წლის კონსტიტუცია დემოკრატიის საფუძველი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია და წარმოჩინდეს თუ როგორ ხედავენ მის როლს თანამედროვე სამყაროში. 

მოსწავლეებს უნდა წარმოეჩინათ თავიანთი ხედვა აღნიშნული საკითხის შესახებ და დაეფიქსირებინათ არგუმენტირებული მოსაზრებები

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება კანონის უზენაესობის და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების პოპულარიზაცია და 1921 წლის 21თებერვალს მიღებული ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობის გააზრება. მოსწავლეებს ფასილიტაციას უწევდა აღნიშნულ კონკურსში ისტორია სამოქალაქო განათლებისა და მედია წიგნიერების პედაგოგი მაკა ჩიკვაიძე.

მოსწავლეები და პედაგოგი მიწვეულნი იყვნენ ალტე უნივერსიტეტში დაჯილდოების ცერემონიალზე,რომელიც სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით გაიმართა. მოსწავლეები ბარბარე ჩიკვაიძე და თამარ ჭუმბურიძე დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით წარმატებული მონაწილეობისათვის.

„მადლობა ანტე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვიცე-პრეზიდენტს ანი ამირანაშვილს და სამართლის სკოლის დეკანს ქეთევან ცხადაძეს. წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ქვეყნის და სამშობლოს საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203