
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, X კლასში განხორციელებული პროექტი - „უჯრედში ცილის მოგზაურობა“, რომელსაც პედაგოგი მარიკა თოდუა ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და საკითხის შესახებ ამომწურავად ისაუბრეს.
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და განიმტკიცეს.
იხილეთ ფოტოები: