
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისთვის გამოიყოფა ფინანსური დახმარება.
საუბარია 100 ათას ლარზე და განათლების სამინისტროს დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. დოკუმენტს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, დადგენილებაში კი ვკითხულობთ:
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის (ს/წ: 404439247) ფინანსური დახმარების (100,000.00 (ასი ათასი) ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 32 04 05) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან“.