
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულება დამტკიცდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მას ადმინისტრირებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს, ერთი პროექტისთვის 15 000 ლარს.
ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს:
ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსებას;
ბ) მივლინებას;
გ) საქონელსა და მომსახურებას;
დ) არაფინანსურ აქტივებს.
გასათვალისწინებელია, რომ პროექტის ხელმძღვანელის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს თვეში, ხოლო სხვა ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს თვეში.
„გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის და მობილური ტელეფონის შეძენა“, - ნათქვამია განათლების მინისტრის ბრძანებაში.
დოკუმენტი იხილეთ ბმულზე