
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ახლახან, ინტელექტუალურ კონკურსში -„ტვინების ბრძოლა“ - სკოლა-გიმნაზიის გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცათ გამომცემლობა „სულაკაურის“ ორმოცდაათლარიანი ვაუჩერები, რაც საქველმოქმედო ფონდმა - „მიალტრა” - უზრუნველყო.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსუსრვეს.
იხილეთ ფოტოები: