
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს არაფორმალური განათლების პროექტებსა და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლით ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ - თეატრში სტუმრობა კი ბავშვების სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის Iბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ბელა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ.
პირველკლასელებმა თეატრის სცენაზე გაცოცხლებული ზღაპარი - „ურჩხული და მზეთუნახავი“ ნახეს.
მოსწავლეები სანახაობით მოიხიბლნენ.
„დადებითი შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ სკოლაში, მოსწავლეთა ვიზიტს თეატრში და ბავშვებს კიდევ არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: