
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3გ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნარგიზა შელიას ხელმძღვანელობით მოზარდ მაყურებელთა თეატრს სტუმრობდნენ.
მე-3 კლასელებმა თეატრის სცენაზე სპექტაკლი „წითელკანიანთა ბელადი“ ნახეს.
საგანმანათლებლო ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა კულტურული ცნობიერების ამაღლებას და თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებას. წარმოდგენამ ბავშვებში დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია.
„შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე…“,- ასე აფასებენ ვიზიტს სკოლაში და ბავშვებს კიდევ არაერთი გასვლით კულტურულ ღონისძიებას ჰპირდებიან, რადგან მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: