
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო.
სკოლა-გიმნაზიის Iა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაია ხორბალაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა ხელოვნების სასახლეში დაცული ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მათ შესახებ საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მოისმინეს.
მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთნენ და სააღდგომო თემატიკაზე ბატკნების დეკორაცია დაამზადეს.
მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: