საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელები ხელოვნების სასახლეს სტუმრობდნენ
28-04-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი გასვლითი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება მოეწყო. 

სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთი მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელოვნების სასახლეს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, რაც მათთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შემდეგ შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას და სააღდგომო თემატიკაზე ბატკნების დეკორაცია დაამზადეს. 

მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203