საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გუნდური ინტელექტუალური თამაში​ გაიმართა 
27-04-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა წახალისებით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, ხალისით მონაწილეობენ კონკურსებში და ცოდნასა და ნიჭს წარმატებით წარმოაჩენენ. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“, საგაზაფხულო სეზონის სასკოლო ჩემპიონატი გამიმართა. 

კონკურსში მეოთხე და მეხუთე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. 

გაიმარჯვა გუნდმა „გიორგი სააკაძე“, რომელიც შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203