ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე შემოქმედებითი, ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
29-04-2026

დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. დედამიწის დღესთან დაკავშირებულ კვირეულს ნავარძეთის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით შეუერთდნენ.

„ერთად მოვხატოთ დედამიწა“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში: საკუთარი ხელებით შექმნეს დედამიწის მოდელი, მოხატეს დედამიწა და ფერებად მინდვრის ყვავილები აირჩიეს, დაწერეს გზავნილები, რომლებიც დედამიწის სიყვარულსა და დაცვას მიუძღვნეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს ​გაეცნობიერებინათ ​თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და მოფრთხილება, სისუფთავის შენარჩუნება და თითოეული ადამიანის როლი ჩვენი პლანეტის გადარჩენის საქმეში.

„აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ ახალი თაობა იზრდება პასუხისმგებლიანი, მოაზროვნე და მზრუნველი - იყვნენ მზად, იზრუნონ ჩვენი საერთო სახლის, დედამიწის კეთილდღეობაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203