
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საგანმანათლებლო-შემოქმედებითი დღეები მიეძღვნა. მოსწავლეებმა ქართული ენა არაერთი ღონისძიებით განადიდეს და მის უნიკალურობასა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას საინტერესო შემოქმედებითი აქტივობით გაუსვეს ხაზი.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში ამჯერად, მარიკა მასწავლებელმა და მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით - „სიტყვაკაზმული ენა ქართული“.
სკოლის სივრცე აივსო ქართული სიტყვის მელოდიით. ცეკვა, სიმღერა, ლექსები, პატრიარქის ნათქვამი ქართული ენისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ერთმანეთს ენაცვლებოდა მოხდენილად და ლაზათიანად.
ნავარძეთის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა ფრაზებმა, რომ დედა ენა მხოლოდ სიტყვები არ არის, ის არის ჩვენი სული, ჩვენი იდენტობა და ჩვენი ერთიანობის ძალა.
იხილეთ ფოტოები: