
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლა გლობალურ გარემოსდაცვით ღონისძიებას კვირეულით შეუერთდა, რომლის ფარგლებში არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა.
მათ შორის VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის დახმარებით, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია და შექმნეს დედამიწის მოდელი.
მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და თითოეული ჩვენგანის როლი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
იხილეთ ფოტოები: