მაისში უქმე დღეების რაოდენობა ცნობილია
27-04-2026

საჯარო სკოლები და ბაღები მაისში დამატებით 2 დღე დაისვენებენ.

მთავრობის დადგენილებით ოფიციალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული 9, 12 და 26 მაისი, თუმცა 9 მაისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად წელს მაისში მხოლოდ ორი დღე - 12 და 26 მაისი იქნება უქმე დღე.

შეგახსენებთ რას აღვნიშნავთ და რატომ არის დასვენების დღედ გამოცხადებული ეს დღეები: 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ხოლო 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203