
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს „წიგნის კლუბი“, რომლის წევრებიც მხატვრული ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობენ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ, მსჯელობენ და ამ გზით თვალსაწიერს იფართოებენ.
მესამე წელია ყვარლის N2 საჯარო სკოლის - „წიგნის კლუბი“ წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ინიციატივა, რომელიც უკვე ლამაზ ტრადიციად ჩამოყალიბდა, წლიდან-წლამდე უფრო მეტ მოსწავლეს აერთიანებს წიგნისა და კითხვის სიყვარულის გარშემო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წლევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით თბილი და შინაარსიანი იყო, რადგან წიგნის კლუბის წევრებს სკოლის სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ. შეხვერას ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა.
მოსწავლეებმა კლუბის წევრებსა და თანასკოლელებს საჩუქრად წიგნები გადასცეს, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოცია შესძინა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში კითხვის კულტურის გაძლიერება და წიგნის მიმართ ინტერესის წახალისება.
განსაკუთრებული მადლობა პედაგოგ ეკო ბაკურაძეს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობას ვუხდით ილია ჭავჭავაძის ყვარელის მუზეუმის ადმინისტრაციას ღონისძიების მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები: