წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ჩატარდა უილიამ შექსპირის საიუბილეო ღონისძიება, ავტორისა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე აგრძელებს შთაგონებას.
ღონისძიება მოამზადა ინგლისური ენის მასწავლებელმა - თეონა ფრუიძემ და მასში მონაწილეობდნენ მეექვსე, მეათე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეები, რომლებმაც საინტერესოდ და შთამბეჭდავად გაინაწილეს თემები: მწერლის ბიოგრაფია და მისი ნამუშევრები: „რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“, „იულიუს კეისარი“, სონეტები და ცნობილი გამონათქვამები.
ღონისძიების ბოლოს ჩატარდა სახალისო ქვიზიც, რომელმაც კიდევ უფრო გაამხიარულა და ჩართო მოსწავლეები.
„დღე სავსე იყო ემოციებით, ცოდნისა და ლიტერატურის სიყვარულით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგნობრივი კათედრის წევრები, ზემოაღნიშნული კლასების დამრიგებლები და სკოლის ადმინისტრაციის წევრები.
სკოლის დირექტორმა, მთვარისა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა პედაგოგ თეონა ფრუიძესა და მოსწავლეებს, ღონისძიების მონაწილენი კი სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები:


