
დღეიდან „ეტალონის“ ოლიმპიადების 2026 წლის გაზაფხულის სეზონი ოფიციალურად დაიწყო: წესისამებრ, პირველი საგანი, რომელშიც მოსწავლეები საკუთარ ძალებსა და ცოდნას გამოსცდიან, ქართული ენა და ლიტერატურაა.
ეს არ არის მხოლოდ ტესტირება: ეს არის შესაძლებლობა თითოეული მოსწავლისთვის, შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და კიდევ უფრო ღრმად შეიყვაროს მშობლიური ენა.
მშობლიური ენა ნებისმიერი საგნის ათვისების საფუძველია. სწორედ ამიტომ, სიმბოლურია, რომ ოლიმპიადები სწორედ ქართული ენითა და ლიტერატურის საგნით იწყება.
ქართული ენის და ლიტერატურის ონლაინ ოლიმპიადა 28 და 29 აპრილს იმართება, მასში ჩართვა მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
წინ კიდევ 3 საინტერესო გამოწვევაა:
⏺ 5-6 მაისი - ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა
⏺ 19-20 მაისი - ინგლისური ენის ოლიმპიადა
⏺ 2-3 ივნისი - მათემატიკის ოლიმპიადა
ოლიმპიადის ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს.
თითოეულ კლასში და თითოეულ საგანში გამოვლინდება ჩემპიონთა ათეული, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ სახელობით ონლაინ დიპლომებს. პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭებათ აბსოლუტური ჩემპიონების ტიტულები.
გამორჩეული ათეულის შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი ოფიციალური საინფორმაციო წერილები:
· განათლების და მეცნიერების სამინისტროში
· სკოლაში
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე
გახსოვდეთ, რომ „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს.
ასევე იხილეთ:
დიდი ინტელექტუალური თავგადასავალი იწყება - 28 აპრილიდან „ეტალონის“ ოლიმპიადა იღებს სტარტს