დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე
24-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს იანეულის სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიება ქართული ენისადმი სიყვარულისა და ხელნაწერის სილამაზის წარმოჩენას ემსახურებოდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის სოფიო კალანდაძის  დამსახურებით კონკურსში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ ანა შარაშიძე, ლიზი კეკელიძე, ბარბარე კიკვაძე, სესილი ქაცარავა და ბარბარე ტრაპაიძე. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ხელწერის უნიკალურობა და შემოქმედებითი ხედვა წარმოაჩინა.

შედეგად, ანა შარაშიძე დაჯილდოვდა სიგელითა და ფასიანი საჩუქრით საუკეთესო ხელწერის წარმოჩენისათვის, ხოლო ლიზი კეკელიძემ მოიპოვა II ადგილი, მიიღო დიპლომი და ფასიანი საჩუქარი ლამაზი ხელწერისთვის.

აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ ბარბარე კიკვაძე, სესილი ქაცარავა და ბარბარე ტრაპაიძე, რომლებმაც ასევე ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქართული ენის სიყვარული და ზრუნვა მის სილამაზეზე ახალგაზრდა თაობაში ცოცხალია და ძლიერდება.

ვულოცავთ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203