ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბიოლოგიის საგნობრივი შეჯიბრი VII და VIII კლასების მოსწავლეებს შორის.
მონაწილეებმა გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და დიდი ინტერესი ცოცხალი სამყაროს შესწავლის მიმართ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ბიოლოგიისადმი ინტერესის გაღრმავებასა და საგნის ცოდნის განმტკიცებას.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბეჩოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ფარჯიანი.
იხილეთ ფოტოები: