კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ეკოაქტივობები
27-04-2026

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, ტრადიციულად, შეუერთდა. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

„ჩვენ გვჯერა, რომ გარემოს დაცვა იწყება განათლებით და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი მოქმედებით. დედამიწა ჩვენი სახლია, მისი დაცვა ჩვენს ხელშია, თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ცვლილება ერთად ვიზრუნოთ ჩვენს საერთო სახლზე - დავზოგოთ რესურსები, დავიცვათ ბუნება და შევქმნათ მდგრადი მომავალი თაობებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბუნების მასწავლებელ ნინო გალაშვილთან ერთად შექმნეს მაკეტი სახელწოდებით - „დედამიწის ორი სახე“, რომელიც წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.

მაკეტი ნათლად ასახავს როგორი შეიძლება იყოს დედამიწა ადამიანის ქცევის მიხედვით. მაკეტი გაყოფილია ორ ნაწილად: „დაბინძურებული დედამიწა“ და „სუფთა და ჯანსაღი დედამიწა“ ქარხნების გამონაბოლქვით დაბინძურებულია ჰაერი, ხეები ხმებიან, ნადგურდება ბუნება, ადამიანთა დაუდევრობით დაბინძურებულია გარემო.

მაკეტზე მუქი ფერები გამოხატავს სევდიან და ავადმყოფ დედამიწას, ეს ხდება მაშინ როცა ადამიანები არ უფრთხილდებიან ბუნებას.

„სუფთა და ჯანსაღი დედამიწა“ კი გამოიყურება შემდეგნაირად - მზე და ნათელი ცა, მწვანე ხეები, სუფთა ჰაერი, სიცოცხლე, წყალი კამკამა.

მაკეტზე ჩანს როგორ ახარისხებენ ბავშვები ნაგავს და იჩენენ ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.

დედამიწა ხომ ჩვენი სახლია მისი დაცვა ჩვენი ვალია, თითოეულ ადამიანს შეუძლია ცვლილება.

გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლების კუთხით პატარებმაც მიიღეს მონაწილეობა, თავიანთი პატარა ხელებით მოხატეს კედლის გაზეთები, ისაუბრეს,თუ როგორ უნდა დავიცვათ ბუნება.

„მოვაწყეთ აქცია დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია. დაგეგმილი გამწვანების აქცია გადაიდო აპრილის თვისთვის უჩვეულო დიდთოვლობის გამო. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დღისათვის დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებაში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203