„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის N2 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
24-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სსიპ ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება — „ჟვანიას სკოლის როლი“, რომელმაც სასწავლო სივრცე განსაკუთრებული ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აავსო.

ღონისძიებაზე ჟვანიას სკოლის საქმიანობის შესახებ ეშტიის საჯარო სკოლის მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება მოეწყო. ამასთანავე, სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს. ასევე დაიდგა ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ სცენური ინტერპრეტაცია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია.

ღონისძიება თბილ, მეგობრულ და შთამაგონებელ გარემოში წარიმართა. სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, შემოქმედებით შესრულებას და ღონისძიების ორგანიზებულობას. ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: სსიპ ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილეები ლევან ქარუმაძე, ზაზა ჭელიძე და მაკა ომიაძე, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის, საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამების სამსახურის უფროსი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის წარმომადგენლები ნათია ჩალათაშვილი, სილვა ფუთულიანი, აღასი ზალალიანი და ასევე, ჩვენი რაიონის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ადმინისტრატორი ელმირა ქსპოიანი და ასევე ტრენერები.

საღამომ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება, კულტურა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარების გზაზე.

იხილეთ სურათები და ვიდეოები 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203